საგამოძიებო სამსახურმა იანვარში 400 000 - ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტი ამოიღო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის იანვრის თვეში, დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 20 ფაქტი გამოვლინდა.
როგორც საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებულის სახით, 20 პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან 9 პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 83 697 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 410 000 ლარს აღემატება.
,,აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, თავისუფლების აღკვეთით 6-დან 8 წლამდე ვადით'', - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
მასალის გამოყენების პირობები