აღმაშენებლის ქუჩაზე ჯიპის ტიპის ავტომანქანა შუახნის ქალს მაშინ დაეჯახა,
როდესაც ის გზაზე გადადიოდა.
ადგილზე იმყოფებიან სახანხრო-სამაშველო ბრიგადები და სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების ჯგუფი. მობილიზებულია პოლიციის ეკიპაჟები.
ქალს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება, თუმცა, ის კონტაქტურია.
"აქვე ცხოვრობს და მაღაზიაში იყო გადასული. მანქანა მაშინ დაეჯახა, როცა სახლში შედიოდა", - უთხრა "ათინათს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
დაშავებული ამ წუთებში სამედიცინო დაწესებულებაში გადაყავთ.
შენიშვნა: მასალის თავდაპირველ ვერსიაში, მითითებული გვქონდა თვითმხილველების ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ მძღოლი ადგილიდან იყო მიმალული, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
მასალის გამოყენების პირობები