სენაკის მერიასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ქალაქის ცენტრში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები
და მხარდამჭერები შეიკრიბნენ.
აქციაზე იმყოფებოდა პარტიის ახლად არჩეული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრები. ისინი შეკრებილებს სიტყვით მიმართავდნენ.
ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ ცენტრებში მსგავსი აქციები უკვე მეორე კვირაა მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
ფოთში მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა კიდევ ერთხელ მოითხოვეს
მასალის გამოყენების პირობები