ზუგდიდის რაიონული სამართლოს გადაწყვეტილებით, 48 წლის ხათუნა ლაზარიას მკვლელობისთვის დაკავებულ 30 წლის ქალს
წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად სწორედ პატიმრობას ითხოვდა და ამის მიზეზად რამდენიმე, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმალვის საფრთხეს ასახელებდა.
თავის მხრივ, დაცვის მხარის მტკიცებით, დაკავებული ქალი მკვლელობის მომენტში მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და ამაზე, ადვოკატის თქმით, მტკიცებულებებიც მიუთითებს. უფლებადამცველები აღკვეთის ღონისძიებად 80 ათას ლარიან გირაოს ითხოვდნენ.
თავად დაკავებულმა ქალმა პროცესზე თქვა, რომ დუმილის უფლებას იყენებს.
ხობის რაიონში სოფელ ხამისკურში 48 წლის ხათუნა ლაზარიას ცხედარი ორი დღის
წინ იპოვეს. მას დაზიანებები თავის არეში ქვით ჰქონდა მიყენებული. მისი მკვლელობისთვის ქალი პოლიციას მომხდარიდან რამდენიმე საათში თავად ჩაბარდა. მომხდარის მოტივად თანხა სახელდება.
ამავე თემაზე:ხობში ქალის ცხედარი იპოვეს - მას დაზიანებები აღენიშნება
ხობში ნაპოვნი ქალი ზუგდიდელია - პოლიციამ მისი მკვლელობის ბრალდებით ქალი დააკავა
ზუგდიდელი ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა - შსს
მასალის გამოყენების პირობები