ახალი ამბები
აფხაზეთის რუსეთის ფედერაციაში შესვლა არ განიხილება - ასლან ბჟანიას "პრესსამსახური"
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში მიმდინარე ვიზიტის დროს რუსულ მხარესთან არ განიხილავს "აფხაზეთის შესაძლო შესვლას რუსეთში".

ამის შესახებ აფხაზი ლიდერის ე.წ. ადმინისტრაცია ავრცელებს განცხადებას.

"სხვადასხვა პერიოდული გამოცემებისა და ინტერნეტ - საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელის პუბლიკაციებში დაიწყო არარეალური ცნობების გავრცელება ვიზიტის დროს აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსის სავარაუდო განხილვის შესახებ. სამწუხაროდ, ამ გზავნილების გავრცელება დაიწყო ზოგიერთმა მოქალაქემ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ აფხაზეთშიც", - ნათქვამია განცხადებაში.

ბჟანიას "პრესსამსახურმა" მოუწოდა მოქალაქეებს "არ აყვნენ არასანდო წყაროების ცრუ ინფორმაციას". 

მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილმა გააპროტესტა "აფხაზეთის რუსეთში სავარაუდო შესვლის შესახებ" გავრცელებული ინფორმაცია.

"რესპუბლიკის სტატუსის საკითხი განხილვას არ ექვემდებარება", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ორგანიზაციები:

"ახიაცა", "აამტა", "აიდგილარა", "სუვერენიტეტის დაცვის კომიტეტი", "აფხაზეთის ვეტერანთა და მოქალაქეთა საზოგადოებრივი კავშირი აიაირა", "ვეტერანთა და ახალგაზრდათა კავშირი აფსნი"; ასევე საზოგადოებრივი აქტივისტები: ადგურ ლაგვილავა, ლიანა კვარჩალია, არდა ინალ-იპა, ალხას არგუნი, ასტამურ ტანია, ლევან ლაგვილავა, ლაშა ზუხბა და სხვა.

"15 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო, რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციასთან აშენებს ორმხრივ, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობას. აქტივისტების თქმით, რუსეთი ფინანსურ დახმარებას უწევს აფხაზეთს და უხსნის თავის ბაზარს მის პროდუქციას. მეორე მხრივ, აფხაზეთმა რუსეთის ფედერაციას მისცა შესაძლებლობა, განეთავსებინა სამხედრო ბაზები თავის ტერიტორიაზე საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და გულითადად მასპინძლობს რუს ტურისტებს თავის კურორტებზე. მიგვაჩნია, რომ არსებული ურთიერთობების ფორმატი იმ ქვეყნებთან, რომლებმაც გვაღიარეს, უპირველეს ყოვლისა კი რუსეთის ფედერაციასთან, სრულად აკმაყოფილებს ყველა მხარეს და არ საჭიროებს რაიმე სახის ცვლილებას. აფხაზეთის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თემაზე ყველა სპეკულაცია, მათ შორის ზოგიერთი ოფიციალური პირის განცხადებები, მიგვაჩნია უპასუხისმგებლოდ და ჩვენი ურთიერთობებისთვის საზიანოდ. ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებელი სტატუსი განსაზღვრულია კონსტიტუციით და არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ აფხაზეთი ჩამოყალიბდა სახელმწიფოდ, რომელშიც ეფექტურად ფუნქციონირებს ძირითადი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც თანამედროვე და დინამიური განვითარების საფუძველს ქმნიან.

"ჩვენ ასევე მიგვაჩნია, რომ დღეს აფხაზეთის ინტერესებში არ შედის, მისი ნაწილობრივ აღიარებული სტატუსისა და რიგი სხვა შიდაპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით, განიხილოს რომელიმე საკავშირო სახელმწიფოში შესვლის ვარიანტი. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ მსგავსი საკითხები განხილულ იქნას მომავალში, საერთაშორისო თანამეგობრობისა და გაერო-ს მიერ ჩვენი სუვერენიტეტის ფართო აღიარების შემდეგ, როგორც აფხაზი ხალხის ისტორიული არჩევანი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას მოსკოვში სამუშაო ვიზიტით გამგზავრების შემდეგ, რამდენიმე ინტერნეტ - რესურსი აქტიურად განიხილავდა "რუსეთის ფედერაციაში რამდენიმე სახელმწიფოს, მათ შორის, აფხაზეთის გაერთიანების საკითხს".

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ გავრცელებულ ამბავს რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. მისი თქმით, "არსებობს კონსტიტუცია, რომელიც ამ თემის განხილვის საშუალებასაც კი არ იძლევა".

ბჟანია მოსკოვში 14 თებერვალს გაემგზავრა, სადაც შეხვდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველ მოადგილეს, რაშიდ ნურგალიევს. ბჟანიას "პრესსამსახურის" მიერ 19 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე "უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები" განიხილეს. ამავე ცნობით, ბჟანიას დაგეგმილი აქვს შეხვედრები რუსეთის სხვა ოფიციალურ პირებთანაც, თუმცა, დეტალები ინფორმაციაში არ არის მითითებული.

ცნობა იმის თაობაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს ფედერალური კრებისადმი მიმართვაში შეიძლება გამოაცხადოს ზოგიერთ საინტეგრაციო ინიციატივაზე, - მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან, ასევე ბელარუსთან გაერთიანებაზე, - გასულ კვირაში მინიშნებების სახით გამოჩნდა ტელეგრამში, კრემლის მხარდამჭერ არხებზე. ეს ცნობები გაჩნდა მოსკოვში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებისა და ბელარუსის ლიდერების ჩასვლის შემდეგ. კრემლს ამაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, წერს "ეხო კავკაზა".

მაშინ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი არ გეგმავს მოსკოვში აფხაზეთის ლიდერთან შეხვედრას.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.