ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, სადაც რამდენიმე წუთში ბადრი ესებუას საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართება, ბრალდებული შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მიიყვანეს.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ის პროცესს პირადად დაესწრება. აღნიშნული მოთხოვნა მან წინა სასამართლო სხდომაზე გააჟღერა და თქვა, რომ დისტანციურად
თავს ვერ დაიცავს.
ბადრი ესებუა ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს აიყვანეს. ტერორიზმში ბრალდებული, დანაშაულს არ აღიარებს და საგამოძიებო უწყებას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
პროკურატურამ ბადრი ესებუას კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა
ჩემი შვილი უდანაშაულოა - ბადრი ესებუას მამა
ჯიხაშკარში, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
ბადრი ესებუა დააკავეს
მასალის გამოყენების პირობები