საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 102 წელი გავიდა. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სამთავრობო უწყებების შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სახელმწიფო
დროშა დაეშვა.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ 2010 წლის 21 ივლისს საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გამოცხადდა.
1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.
მასალის გამოყენების პირობები