ენგურზე საქონლის "უკანონო" გადატანის 10 მცდელობა აღკვეთეს - სოხუმი
2022 წელს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის" თანამშრომლებმა, რუს კოლეგებთან ერთად, ე.წ.
საზღვრის 1200 "სამართალდამრღვევი" დააკავეს. ე.წ სუს-ის ინფორმაციით, "საზღვრის" უკანონო კვეთის გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 13 პირი, ხოლო დანარჩენები დაჯარიმდნენ.
უწყების ცნობით, ამავე პერიოდში, მათ სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე სხვადასხვა მიზნით საქონლის "უკანონო" გადატანის 10 მცდელობა აღკვეთეს.
"ამოღებულია 2 500 000 რუბლის ოდენობის, 5600 ბლოკზე მეტი თამბაქოს პროდუქცია. უკანონო ქმედებების ორგანიზებასა და განხორციელებაში ჩართულ პირებთან მიმართებაში კანონმდებლობის შესაბამისად გატარებულია სამართლებრივი ზომები", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები