მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ იმ შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, რომელიც იერსახეს ამახინჯებს - საქართველოს მთავრობა
მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ სხდომაზე "ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ" საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი განიხილეს,
რომელიც მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობების შეკეთება/აღდგენას ან დემონტაჟს ითვალისწინებს.
სხდომაზე გაჟღერებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების მიერ ჩატარებული წინასწარი შესწავლის შედეგად, გამოვლინდა 1 263 ისეთი შენობა-ნაგებობა, რომელიც ამახინჯებს მუნიციპალიტეტების იერსახეს და საჭიროებს შეკეთებასა და რეკონსტრუქციას, ზოგ შემთხვევაში კი, - დემონტაჟს. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებს მიეცათ უფლება, განახორციელონ მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ შენობა-ნაგებობების შეკეთების, რეკონსტრუქციისა თუ დემონტაჟის აუცილებელი სამუშაოები, რომლებიც ამახინჯებენ მუნიციპალიტეტის იერსახეს ან პრობლემას ქმნიან უსაფრთხოების კუთხით.
მთავრობის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ მიმართულებით აუცილებელ სამუშაოებს მუნიციპალიტეტები უკვე მიმდინარე წელს დაიწყებენ.
მასალის გამოყენების პირობები