საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ნაწილის მცდელობა, მიიღონ კანონი "უცხოური გავლენის აგენტის" შესახებ, არის იმ კანონის ანალოგი, რომლის მეშვეობითაც პუტინის ხელისუფლებამ გააუქმა ყველა
კრიტიკული ორგანიზაცია რუსეთში. შესაბამისად, აღნიშნული კანონპროექტი საფრთხის ქვეშ აყენებს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, მათ შორის რადიო
"ათინათს", რომელიც ყოველდღიურად იბრძვის გადარჩენისთვის.
რადიო
"ათინათი" 25 წელიწადზე მეტია საზოგადოებას აწვდის ობიექტურ, სანდო, გადამოწმებულ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოდან და აფხაზეთიდან. ჩვენი რესპონდენტები, სიუჟეტების და სტატიების გმირები იყავით და იქნებით თქვენ - ადგილობრივი მოსახლეობა, დევნილი თემი, მოწყვლადი ჯგუფები, ფერმერები, მეწარმეები, ახალგაზრდები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სპორტსმენები - ნებისმიერი ადამიანი, რომლის გასაჭირი თუ სიხარული არასდროს დარჩენილა ჩვენი ყურადღების მიღმა.
რადიო
"ათინათი" არ გეგმავს "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირებას, რადგან ობიექტური მაუწყებლობის შეზღუდვა ჩვენი მედიის გაუქმებას ნიშნავს.
ამავე თემაზე:
დაუშვებლად მივიჩნევთ რუსული კანონის მიღებას - მედიაორგანიზაციები, მათ შორის "ათინათი" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი - არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ერთობლივი განცხადება
მასალის გამოყენების პირობები