1 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან 4 მარტამდე ძირითადად დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დაბლობში, ბარში და მთიან რეგიონებში წვიმის, მაღალმთაში კი ზოგან ძლიერი თოვლის სახით.
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის ინტერსიურმა დნობამ და შესაძლო თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს. მაღალმთიან ზონებში სპეციალისტები თოვლის ზვავების ფორმირებასა და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურებას ვარაუდობენ.
მასალის გამოყენების პირობები