სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ზუგდიდი-ანაკლიის გზის მე-8 კილომეტრზე (ინგირი-კახათის მონაკვეთი) 2-მარტიდან 27-მარტის ჩათვლით გადაადგილება შეიზღუდება.
ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში მოქალაქეებს ალტერნატიული გზით, კერძოდ, ჯოტო გუგუჩიას ქუჩით შეეძლებათ გადაადგილება.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ანაკლიის გზის 7 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარის რეაბილიტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტის ღირებულება 12 მილიონ ლარზე მეტია.
მასალის გამოყენების პირობები