ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის ქალი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ის გზას კვეთდა, როცა მსუბუქი მანქანა დაეჯახა. მათივე თქმით, ის კონტაქტური იყო.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხდა.
მასალის გამოყენების პირობები