ზუგდიდის მერიის ინიციატივით 16 მარტს, 19:00 საათზე მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში კომპოზიტორისა და შემსრულებლის ინოლა გურგულიას საღამო გაიმართება.
ღონისძიებაში, სლოგანით "დედაჩემი - ინოლა" მონაწილეობას მისი შვილები მიიღებენ.
"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოწვევით, ინოლას შვილები, მსახიობი ია შუღლიაშვილი და მუსიკათმცოდნე დავით შუღლიაშვილი ჯგუფ "ჯორჯიან სიქსის" და ფოლკლორული ანსამბლი "ოდოიას" მონაწილეობით გამართავენ საღამოს", - ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.
ქართველი კომპოზიტორი და მომღერალი ინოლა გურგულია არაერთი სიმღერის და ტექსტის ავტორია. ის 1977 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
მასალის გამოყენების პირობები