აფხაზი ლიდერი კორონავირუსზე ეჭვის გამო თვითიზოლაციაში გადავიდა, ამის შესახებ ასლან ბჟანიას პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია.
ამავე ცნობით, ბჟანიამ თავი შეუძლოდ 14 მარტს იგრძნო, Covid 19-ის ანტიგენის სწრაფმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა, თუმცა, PCR ტესტის შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, ნათქვამია ინფორმაციაში.
ადგილობრივი მედიის თანახმად, 15 მარტს ბჟანია აჩიგვარაში იმყოფებოდა, სადაც მაღალი ძაბვის ახალი ელექტროგადამცემი ანძების დამონტაჟებას ესწრებოდა, მანამდე კი გალის რაიონში იყო ჩასული, სადაც "სამუშაო შეხვედრები" გამართა და აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ახალი საინჟინრო ობიექტების ინსპექტირება ჩაატარა.
ინფორმაციისთვის, 11 მარტიდან გალის რაიონში ძალოვანი სტრუქტურებისთვის სასწავლო-საწვრთნელი ღონისძიებები მიმდინარეობდა. სწავლება, რომელიც "პრეზიდენტის" დავალებით გაიმართა, რამდენიმე დღეს გაგრძელდა.
მასალის გამოყენების პირობები