დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით ზუგდიდში დასაქმების ფორუმი გაიმართა. მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც,
მსხვილი ბრენდების, ისე ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლები. ჯამში, 20-ზე მეტ კომპანიას 250-ზე მეტი ვაკანსია ჰქონდა წარმოდგენილი.
ფორუმზე, სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, დამსაქმებლებისგან პირადად მიეღოთ ინფორმაცია და შეერჩიათ სასურველი ვაკანსია. ამასთან, სამუშაოს მაძიებლებს ვაკანსიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება სახელმწიფო სააგენტოს ზუგდიდის სერვის-ცენტრში შეეძლებათ.
"დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მსგავს ფორუმებს მუდმივად ატარებს და სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს სამსახურის პოვნის შესაძლებლობას აძლევს. მიმდინარე წელს, უკვე დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დასაქმების ფორუმების ჩატარება, მათ შორის ტურიზმის სექტორისთვის აჭარაში, კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში", - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები