ქართველ მებრძოლებს, მათ შორის, ფოთის საკრებულოს წევრს, მოსკოვმა პატიმრობა მიუსაჯა
მოსკოვში, ბასმანის რაიონულმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" წარმომადგენლებს დაუსწრებლად 30 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
რუსეთის სასამართლოს მიერ განაჩენგამოტანილებს შორისაა ლაშა რუხაია, რომელიც ფოთის საკრებულოში ნაბადის უბნის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს.
საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი უკრაინაში 6 თვის განმავლობაში იბრძოდა და ჯანმრთელობის არაერთი დაზიანება მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები