აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა განკარგულებას რაულ ლოლუას "ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში" მრჩევლად დანიშვნის შესახებ. ინფორმაცია "პრეზიდენტის"
ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ამავე ცნობით, რაულ ლოლუა "მეექვსე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი" და არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენი სახლი აფხაზეთის" ხელმძღვანელია.
"ეხო კავკაზას" თანახმად, გასული წლის ნოემბერში ლოლუამ განაცხადა, რომ "აფხაზეთს სჭირდება სარეზერვო ძალების მომზადება, რუსეთის ფედერაციასთან ერთობლივი წვრთნების ჩატარება" და სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, "თავდაცვის ხაზის" აშენება.
მასალის გამოყენების პირობები