"ჩამოვედი საოკუპაციო ხაზთან. თქვენ იცით, რომ აქტიურად ვმუშაობთ იმ მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობაზე, რომლებიც მოძრაობენ ძირითადად გალში და ჩვენი წარმომადგენელი არის ამით დაკავებული, მათი უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგით. მოვედი, რომ ეს ყველაფერი ჩემი თვალით მენახა და მე თვითონ გავსაუბრებოდი ადამიანებს, რომლებიც გადმოდიან და მათგან მიმეღო ინფორმაცია იმის შესახებ, რა ბარიერები აქვთ გადაადგილების დროს, რა პრობლემები ექმნებათ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ სახალხო დამცველის ოფისი ამ საკითხს და კიდევ უფრო გავაგრძელებთ ამ თვალსაზრისით მათი უფლებების მონიტორინგს", - უთხრა იოსელიანმა ჟურნალისტებს.
ადგილზე იმყოფებოდნენ სახალხო დამცველის რეგიონული წარმომადგენლებიც. უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.


მასალის გამოყენების პირობები