დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.
ის სწორედ 1939 წლის 31 მარტს დაიბადა თბილისში, კონსტანტინე გამსახურდიასა და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში. პროფესიით ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი გახდა. სწორედ მის სახელს უკავშირდება ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა.
პრეზიდენტი გამსახურდია დევნილობაში, ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში, ღურწკაიების საცხოვრებელ სახლში თავის არეში მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობით 1993 წლის 31 დეკემბერს, 54 წლის ასაკში დაიღუპა.
მოკლეს თუ თავი მოიკლა - მისი დაღუპვის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დრომდე არ არის დადასტურებული.
ამავე თემაზე:
დამოუკიდებლობის აღდგენა, როგორც საერთო ეროვნული იდეა - ორი ზუგდიდელი ხელმომწერის მოგონება
ზვიად გამსახურდია ზუგდიდელი თანამებრძოლების მოგონებებში (ფოტო, ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები