კულინარიული გზამკვლევი Taste Atlas ხაჭაპურს ყველისგან მომზადებულ 50 კერძს შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ ასახელებს.
გზამკვლევის რეიტინგში ხაჭაპური მე-7 პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ 50 კერძს შორისაა მეგრული, სვანური, გურული, აჭარული და იმერული ხაჭაპური. გზამკვლევში აღწერილია თუ რა ინგრედიენტებისგან მზადდება ესა თუ ის სახეობა.
Taste Atlas-ის რეიტინგი გურმანთა შეფასების მიხედვით არის შედგენილი. პლატფორმაზე 10 ათასზე მეტი ტრადიციული კერძი და სასმელია წარმოდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები