ტერორიზმში ბრალდებულ ბადრი ესებუას უფლებადამცველი სოსო ჯანაშია ამტკიცებს, რომ მტკიცებულებები, რომელთაც პროკურატურა სასამართლოზე წარადგენს, გაყალბებულია.
ჯანაშია ამის შესახებ მას შემდეგ საუბრობს, რაც დღეს მისი შუამდლობა ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩასატარებლად ხმის ნიმუშების გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდა. უფლებადამცველის შეფასებით, ეს ზღუდავს შეჯიბრებითობის და შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლებას. ჯანაშია განმარტავს, რომ მათთვის უცნობია, რამდენად სწორად ჩატარდა, ან ჩატარდა თუ არა ზოგადად
ხმისა და სუნის ექსპერტიზები. აღნიშნულზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა აღნიშნულ შუამდგლობაზე, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დაუშვებელია.
რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, სხდომაზე ნივითიერი მტკიცებულებები, მათ შორის ესებუას სუნის ნიმუშები წარადგინეს. ასევე, პროკურატურამ წარმოადგინა ესებუას კუთვნილი სანადირო თოფის მასრები. ამასთან, პროკურორმა წარადგინა ლუქები და კონვერტები, სადაც დალუქული იყო შემთხვევის ადგილიდან, ასევე, სოფელ სქურიდან და ავტომობილიდან, ასევე, ესებუას სახლიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მასრები, თუმცა, უშუალოდ მასრები ადგილზე არ იყო, რასაც ადვოკატები დარღვევად მიიჩნევენ. პროკურატურა კი განმარტავს, რომ ისინი ბილოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლადაა გადაგზავნილი და მათ შემდეგ პროცესზე გამოიკვლევენ.
ბადრი ესებუას საქმეზე მსჯელობას სასამართლო 12 აპრილს განაახლებს.
ამავე თემაზე:
იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ფლობისთვის ბადრი ესებუას 4 წელი მიესაჯა
მასალის გამოყენების პირობები