კვირას, 16 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე ზუგდიდში თბილ, მზიან და უნალექო ამინდს ელოდებიან.
ამის შესახებ რადიო "ათინათს" გარემოს ეროვნულ სააგენტოში უთხრეს.
"დღის მეორე ნახევარში, შესაძლოა, ქარი გაძლიერდეს, 17-18 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში 26 გრადუსამდე იქნება", - ამბობენ სააგენტოში.
ზუგდიდის მსგავსად, უნალექო ამინდს პროგნოზირებენ მთელს სამეგრელოშიც.
მასალის გამოყენების პირობები