ახალი ამბები
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის 73 პროექტიდან 23 შემთხვევაში ხარვეზები არსებობს"- ენმ-ს ბრალდებებს "ქართული ოცნება" პასუხობს
ზუგდიდში პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბრიფინგი გამართეს. მათი თქმით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განხორციელებული 73 პროექტიდან 23 - ის შემთხვევაში არსებობს ხარვეზები და სისხლის სამართლის დანაშაულის რისკები.

საკრებულოს წევრის, დეპუტატ მაია კალანდიას თქმით,  არასრულფასოვნად შესრულებულ პროექტებს შორის არის სოფელ ორსანტიას ამბულატორიის ოთახების რეაბილიტაციის პროექტი, ახალსოფლის წყალმომარაგების ჩამრთველ - გამომრთველი სისტემის მოწყობა, სოფელ ნაცატუს ცენტრში სანიაღვრე არხის მოწყობა და ანაკლიაში მინი სტადიონის რეაბილიტაცია. კალანდიას მტკიცებით, ანაკლიაში ესართიას ქუჩაზე, ფეხბურთის მოედნის მიღება - ჩაბარების აქტი ორი თვით ადრე ისე გაფორმდა, რომ სამუშაოები დასრულებული არ იყო, რასაც ანაკლიის ყოფილი მაჟორიტარი, დათა შელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობის" წევრი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

"2022 წელს ცენტრალური ხელისუფლებიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მუნიციპალიტეტისთვის განსაზღვრული იყო 1 026 272 ლარი, ხოლო ადგილობრივმა ბიუჯეტმა დაუმატა 195 555 ლარი. ჩვენ წარმოვადგინეთ 73 პროექტი, სადაც ვფიქრობთ, რომ 50 ასე თუ ისე კარგად არის გაკეთებული და 23 შემთხვევაში არის ხარვეზები და შეიძლება იკვეთებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულები. ერთ-ერთი პროექტი არის ანაკლიაში, ესართიას ქუჩაზე მინი სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც დაჯდა 40 000 ლარი. მიღება-ჩაბარების აქტი ორი თვის წინ იყო გაფორმებული. 4 აპრილს, როდესაც ჩვენ მივედით სტადიონზე, ფოტოები გადავიღეთ, შემდგომ შეეცადნენ დაესრულებინათ აღნიშნული პროექტი. "ქართული ოცნების" წევრმა დათა შელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მე ვავრცელებდი დეზინფორმაციას. მეორე პროექტი - ეს არის რუხი, ღურწკაიას და საქართველოს ქუჩებზე სანიაღვრე და მოხრეშვითი სამუშოები. სანიაღვრე სისტემის საგარანტიო ვადა არის ერთი წელი, 31 აგვისტომდე. დღეს კი სისტემა ფაქტობრივად არ არსებობს."- განაცხადა ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მაია კალანდიამ.

მაია კალანდიას განცხადებას გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი ოთარ ქადარიაც. მისი თქმით, კალანდიამ ანაკლიის მინი სტადიონის ძველი ფოტოები გაავრცელა. რეალურად კი სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია.

"საქმე ეხება მაია კალანდიას მიერ გავრცელებულ ფოტოებს, სადაც ის ანაკლიის მინი სტადიონის რეაბილიტაციამდე გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და აცხადებს, რომ ეს ახლა გადაღებულია. კალანდიას მიერ გავრცელებულ კადრებში ანაკლიის დაზიანებული და შეუღებავი სტადიონი ჩანს, რეალურად კი სტადიონის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია",- განაცხადა ზუგდიდის საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან" ოთარ ქადარიამ.  

11 აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა გაავრცელა ფოტო მასალა, სადაც ჩანს, როგორ ღებავენ კეთილმოწყობის ცენტრი თანამშრომლები ანაკლიაში ესართიას ქუჩაზე არსებული სპორტული მოედნის ღობეს.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დღის სიახლეები
26 / ნოემბერი 2024
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული
26 / ნოემბერი 2024
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
26 / ნოემბერი 2024
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.