აფხაზურ ენერგოკომპანიას "ჩერნომორემერგოს" ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ტიმურ ჯინჯოლიამ ამ თანამდებობაზე რამინ ზინგიშვილი
შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან საკუთარი თხოვნით გაათავისუფლეს, წერს "ნუჟნაია გაზეტა".
აფხაზური მედიის თანახმად, ზინგიშვილის გათავისულფება ვარდნილი ჰესი 2 - ის იჯარით გაცემის საკითხს უკავშირდება, თუმცა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო ამ კავშირს უარყოფს, მაგრამ აქვე აღნიშნავს, რომ "სახელმწიფო ქონების კომიტეტი და "ჩერნომორენერგო" აფასებენ ვარდნილჰესის მდგომარეობას და იჯარის ხელშეკრულებაზე მუშაობა გრძელდება".
ამავე ცნობით, ტიმურ ჯინჯოლია "ჩერნომორენერგოს" მეექვსე ხელმძღვანელი გახდა სამი წლის განმავლობაში. მანამდე ის ქალაქის ელექტროქსელების სამმართველოს ხელმძღვანელობდა.
მასალის გამოყენების პირობები