23 აპრილს, დღის ბოლოდან აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში,
ხოლო 24 აპრილს დღის ბოლოდან დასავლეთ საქართველოშიც მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. უამინდობა ქვეყნის მასშტაბით 25 აპრილის დილამდე გაგრძელდება.
სააგენტოში განმარტავენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები