სოხუმის ე.წ. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ლეონიდ შოკლერის და ისმაილ შეიხის გატაცების, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტებზე. ინფორმაცია
"გენერალურმა პროკურატურამ" 25 აპრილს გაავრცელა.
ინფორმაციაში დაზუსტებულია, რომ შოკლერი 14 აპრილის საღამოს სოხუმის ერთ ერთ სავაჭრო ობიექტის "სუხუმ - მარკეტთან" არსებული ავტოსადგომიდან გაიტაცეს და სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარაში გადაიყვანეს. 18 აპრილამდე პერიოდში შოკლერი არაერთხელ გადაიყვანეს სხვადასხვა მისამართზე, სანამ მისი დედისგან 5000 დოლარის ოდენობით გამოსასყიდი არ მიიღეს.
19 აპრილს გაიტაცეს შოკლერის მეგობარი ისმაილ შეიხი, რომელიც მოატყუების გზით, გალის რაიონის სოფელ ოქუმში წაიყვანეს. მასზე ბოროტმოქმედებმა, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობა გამოიყენეს, თუმცა ამ უკანასკნელმა უკანონო დაკავების ადგილიდან თავის დაღწევა მოახერხა და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.
მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულები არიან დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები: არტურ კვეკვესკირი , ადგურ ხარჩილავა , ალიას ხარჩილავა , ტიმურ ალხორბა , ადგურ ავიძბა და ალან ლომია.
მათგან ხუთს, სოხუმის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 25 აპრილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მასალის გამოყენების პირობები