აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "მინისტრთა კაბინეტმა" უკრაინის ომში დაღუპული მოხალისეების ოჯახებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება დააწესა.
"აფსნიპრესის" თანახმად, 1 მილიონ რუბლს გადასცემენ დიმიტრი ტორგაშოვის მამას, ხოლო 500 ათას რუბლს ბესიკ ლიპარტიას ოჯახი მიიღებს. ამავე ცნობით, ერთჯერად სოციალურ დახმარებას, 10 000 რუბლის ოდენობით თითოეულ ბავშვზე, რუსეთის მხარეს მებრძოლ ადამ ლაგვილავას ოჯახს გაუწევენ.
ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, უკრაინის ომში დაიღუპნენ რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისეები: ახრა კირკინაძე, არტურ კირკინაძე, ლორან სმირი, რამინ ბახტაძე, ბესლან ტაბაღუა, ნიკიტა ზუხბა, ვიაჩესლავ ნოვიცკი, ადამ ლაგვილავა, ნოდარ აბიჯბა და დმიტრო წვიჟბა.
უკრაინის ომში დეკემბერში დაღუპული ორი მოხალისის ცხედარი სოხუმში 2023 წლის მარტში გადაასვენეს. ადამ ლაგვილავა და ნოდარ აბიჟბა რუსეთის მხარეს "პიატნაშკას" ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდნენ.
"ეხო კავკაზას" თანახმად, ცხედრების სამშობლოში გადასასვენებლად "საგანგებო სიტუაციების სამინისტროს" თანამშრომლები დონეცკში გაემგზავრნენ.
32 წლის დიმიტრი წვიჟბას ცხედარი სოხუმში მიმდინარე წლის 3 იანვარს გადაასვენეს.
ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, უკრაინის ომში დაიღუპნენ რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისეები: ახრა კირკინაძე, არტურ კირკინაძე, ლორან სმირი, რამინ ბახტაძე, ბესლან ტაბაღუა, ნიკიტა ზუხბა, ვიაჩესლავ ნოვიცკი, ადამ ლაგვილავა, ნოდარ აბიჯბა და დმიტრი წვიჟბა.
მასალის გამოყენების პირობები