ოჩამჩირის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სოფელ კინდღთან, ВАЗ 2107 მარკის ავტომობილის
მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ელექტრობოძს შეეჯახა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, 13 საათზე მოხდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მაშველები და მედიკოსები, თუმცა ავტომობილის მძღოლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მასალის გამოყენების პირობები