დააკავეს მძღოლი, რომელიც ხობში ბაბუასა და შვილიშვილს მანქანით დაეჯახა
ხობის სოფელ პატარა ფოთში ავარიის შედეგად 2 ქვეითი დაიღუპა. ერთ-ერთი მათგანი 10 წლამდე ბავშვია.
ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი ქუჩას კვეთდნენ, როცა მსუბუქი მანქანა დაეჯახათ. მათივე ცნობით, ორივე ადგილზე გარდაიცვალა.
რადიო "ათინათის" ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276- ე, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები