გაგრის რაიონულმა პროკურატურამ ჯერო მარღანიას მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "გენერალური პროკურატურა" ავრცელებს.
ამავე ცნობით, წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ მარღანიას ცხედარი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, 29 აპრილს გაგრის რაიონის სოფელ ალახაძში, მეფრინველეობის ყოფილი ფერმის ტერიტორიაზე იპოვეს. ცხედარი ბრეზენტისა და სამშენებლო ნარჩენების ქვეშ იყო გადამალული.
30 აპრილს
მარღანიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი 26 წლის დევიდ ახიბა დააკავეს. ეს უკანასკნელი დანაშაულს აღიარებს.
მასალის გამოყენების პირობები