ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულთათვის "ბოლო ზართან" დაკავშირებული გასართობი ღონისძიების ორგანიზებისთვის მერიამ
ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო
ღირებულება 24 250 ლარია.
სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ღონისძიებისთვის საკონცერტო სცენის მოწყობა (მიწოდება, მონტაჟი/დემონტაჟი), მისი გაფორმება ეფექტებითა და განათებებით, ასევე, გახმოვანების აპარატურით მომსახურება, "ფერების ფესტივალის" ორგანიზება, ხმის რეჟისორისა და ასისტენტის მოწვევა, სადღესასწაულო ფოერვერკების მოწოდება-გაშვების მომსახურება და სხვა.
ღონისძიების ჩატარების თარიღი, სავარაუდოდ, 22 მაისი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები