"ნაციონალური მოძრაობაში" რეგიონული ორგანიზაციების ახალი თავმჯდომარეები 20 მაისამდე უნდა აირჩიონ. რადიო
"ათინათი" ზუგდიდის ორგანიზაციის ამჟამინდელ თავმჯდომარეს ანა წითლიძეს ესაუბრა.
მას ვკითხეთ, აპირებს თუ არა კენჭისყრაზე საკუთარი კანდიდატურის დასახელებას, რაზეც წითლიძემ გვიპასუხა, რომ პარტიის მხარდამჭერები კანდიდატების სახელებს მას შემდეგ გაიგებენ, რაც ყველა მათგანი ოფიციალურად დარეგისტრირდება.
"დღეს დაანონსდა ცენტრალური ოფისის მხრიდან რეგიონული არჩევნები და გრაფიკი ჯერ შედგენილი არ არის, უახლოეს დღეებში გახდება ვადები ცნობილი. კანდიდატების რეგისტრაცია გაცხადებულ ვადებში დაიწყება და მანდ ნახავთ ვინ იქნებიან კანდიდატები. ყველაზე ლოგიკურია, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა კანდიდატების შესახებ ოფიციალური რეგისტრაციის შემდეგ,"- უთხრა რადიო
"ათინათს" ანა წითლიძემ.
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თემურ ბასილაია კი თვლის, რომ დაგეგმილმა არჩევნებმა, შესაძლოა, პარტიაში არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო გააღრმავოს. მისი თქმით, დღეს "ნაციონალურ მოძრაობას" ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი აქვს გადასაჭრელი. თავად ბასილაია ამბობს, რომ დაგეგმილ არჩევნებზე მის კანდიდატურას არ უნდა ველოდოთ.
"ჯერ არ ვიცით ზუგდიდში როგორი სიტუაცია იქნება, მეც დღეს მოვისმინე პარტიის ხელმძღვანელობის განცხადება. მე ჩემი კანდიდატურის დაყენებას არ ვაპირებ. დღეს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი არსებობს პარტიაში, არ მაქვს სურვილი, რომ შიგნით კიდევ დაპირისპირება წამოიჭრას. ვინც არ უნდა დადგეს კანდიდატად, ყველა იქნება ჩვენი პარტიიდან და ჩვენი მეგობარი. ჩვენ ბოლო შიდაპარტიულმა არჩევნებმა გვაჩვენა, რომ გამოიწვია უთანხმოებები, აზრთა სხვადასხვაობა და ამან შეიძლება კიდევ უფრო გააღრმაოს ეს პროცესი,"- თქვა" თემურ ბასილაიამ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა დღეს განაცხადა, რომ პარტიაში რეგიონული ორგანიზაციების ახალ თავმჯდომარეებს თვის ბოლომდე
აირჩევენ.
მასალის გამოყენების პირობები