არსამთავრობო ორგანიზაცია
,,ფლანგვის დეტექტორის’’ ინფორმაციით, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის ალექსანდრე ტყებუჩავას სიმამრმა 6.7 მილიონის ტენდერები მოიგო.
ორგანიზაციის ცნობით, მას შემდეგ, რაც ტყებუჩავა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა, მისმა სიმამრმა 12 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 10-ში უკონკურენტოდ გაიმარჯვა.
"ალექსანდრე ტყებუჩავა 2018 წელს ფოთში ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი გახდა, ხოლო 2021 წელს ჯერ – ფოთის მერის მოადგილე, შემდეგ კი ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე. სწორედ 2018-2022 წლებში ალექსანდრე ტყებუჩავას სიმამრმა ფოთის მერიისგან 1,568,800 ლარის ხელშეკრულებები მიიღო. მას შემდეგ, რაც ტყებუჩავა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა, მისმა სიმამრმა 12 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 10-ში უკონკურენტოდ გაიმარჯვა" - წერია ,,ფლანგვის დეტექტორის’’ მიერ გავრცელებული
ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები