სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სხვა რეგიონებში პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
უწყების ცნობით, სამეგრელო - ზემო სვანეთში, კახეთში, გურიაში, ქვემო ქართლსა და თბილიში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 14 პირია დაკავებული.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 260-ე მუხლით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები