წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალში, წუხელ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მანქანა მოცურდა, სავალი გზიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში მყოფმა ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, მესამე პირის მდგომარეობა კი მძიმეა და სასაწრაფო დახმარების ბრიგადამ ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყვნენ მობილიზებული.
მასალის გამოყენების პირობები