გუდაუთის რაიონშო მომხდარ საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხელ ემსხვერპლა.
ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს ავრცელებს. ამავე ცნობით, "ტოიოტას" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის ღობეს შეეჯახა. ავტომობილში მსხდომი ოთხი მგზავრი და მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაღუპულები 25 - დან 35 წლამდე ახალგაზრდები არიან.
"აფსნიპრესის" თანახმად, მომხდართან დაკავშირებით, დე ფაქტო რესპუბლიკის შს "მინისტრმა" ვალტერ ბუტბამ, საგანგებო თათბირი მოიწვია, საგზაო უსაფრთხოების და საკადრო ცვლილებების განსახილველად, რა დროსაც, "გაის" ("სახელმწიფო ავტოინსპექციის") უფროსი და რამდენიმე მაღალჩინოსანი გაათავისუფლა თანამდებობიდან.
მასალის გამოყენების პირობები