წალენჯიხაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევნები დღეს დილიდან მიმდინარეობს.
მსურველები საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას საღამოს 8 საათამდე შეძლებენ.
ოპოზიციური პარტიის წალენჯიხელი ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს ორ კანდიდატს შორის აკეთებს, რომელთაგან ერთი ადგილობრივი მერიის ააიპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ქარდავა, მეორე კი სოფელ ჯვარის მაჟორიტარი დეპუტატი წალენჯიხის საკრებულოში ბაჩო ქანთარიაა.
რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, აქ რაიონული ორგანიზაციის თავმჯომარეობის პოსტზე თითო კანდიდატი იყო რეგისტრირებული, არჩევნები კი ელექტრონული სახით 17-დან 20 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
ამავე თემაზე:
ენმ - ს წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე ავთანდილ გაბელია თანამდებობას ტოვებს
მასალის გამოყენების პირობები