რადიო
"ათინათის" ინფორმაციით, ფოთის პორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ფაქტზე, სავარაუდოდ, 1 პირია დაკავებული.
შს სამინისტროში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ და განმარტავენ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.
ფოთის პორტში საგამოძიებო მოქმედებებს გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები ახორციელებდნენ.
ამავე თემაზე:
ფოთის პორტში, სავარაუდოდ, დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
მასალის გამოყენების პირობები