აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "შინაგან საქმეთა სამინისტრო"
თურქეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილ აზერბაიჯანის მოქალაქეს ეძებს. განცხადებაში, რომელსაც უწყება თანდართული ფოტოთი ავრცელებს, ნათქვამია, რომ
ძებნა გამოცხადდა 36 წლის ნიჯათ იბრაგიმ - ოღლი დადაშოვზე.
სოხუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის
საქმე 24 მაისს აღიძრა. ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 21 წლის თურქეთის მოქალაქე აიდინ ახმეტი ქალაქის ცენტრში 23 მაისს მოკლეს. ამასთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული სხვადასხვა ხარისხის ჭრილობებით კიდევ 4 ადამიანი, მათ შორის 14 წლის მოზარდი, საავადმყოფოში მოათავსეს.
ამავე ცნობით, დამნაშავეთა დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები