ოჩამჩირასა და გულრიფშში ერთ კვირაში კრიპიტოვალუტის 70 აპარატი ამოიღეს
გასულ კვირაში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "შინაგან საქმეთა სამინისტრომ" კრიპტოვალუტის მაინინგის 70 აპარატი ამოიღო. მოწყობილობები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში აღმოაჩინეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური
ავრცელებს.
ამავე ცნობით, სამართალდამცავებმა 5 თებერვლიდან დღემდე 888 ობიექტი შეამოწმეს და 1707ერთეული მოწყობილობა ამოიღეს.
სოხუმმა 2023 წლის 31 დეკემბრიდან კრიპტოვალუტის მოპოვებაზე აკრძალვა დააწესა.
მასალის გამოყენების პირობები