აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებმა სოხუმის აკვატორიიდან ქალის ცხედარი ამოიყვანეს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპული 42 წლამდე ასაკის აფხაზეთის მკვიდრია. ცხედარი, რომელიც ზღვამ ნაპირზე გამორიყა, თავდაპირველად ადგილობრივმა მეთევზეებმა ნახეს და ამის შესახებ "საგანგებოს" შეატყობინეს.
შესაბამისი უწყებები მომხდარის მიზეზებს ადგენენ.
მასალის გამოყენების პირობები