გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +22, +27 გრადუსი იქნება.
სააგენტოს ცნობით, 8-9 ივნისს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და +31, + 33 გრადუსამდე დაცხება.
აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში.
მასალის გამოყენების პირობები