მაშველებმა რიწის ხეობაში 5 დღის წინ გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი იპოვეს
აფხაზმა მაშველებმა დღეს დილით გუდაუთის მდინარე ბზიფის შესართავთან, სოფელ კალდახუარასთან, ადგურ ბგეუს ცხედარი იპოვეს. 26 წლის მამაკაცი 5 დღის წინ გაუჩინარდა.
სამაშველო - სამძებრო სამუშაოებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანაშრომლების გარდა, გაუჩინარებულის ნათესავებიც იყვნენ ჩართულები.
უფრო ადრე, 4 ივნისს, რიწის ხეობაში, "საგანგებოს" თანამშრომლებმა მდინარეების ბზიფის და გეგას შესართავთან, სავალი ნაწილიდან გადავარდნილი Hyundai Accent - ის მარკის ავტომობილი იპოვეს. ძიებას წვიმების გამო მომატებული წყლის დონე და ძლიერი დინება ართულებდა.
წინასწარი ვერსიით, შეჯახების შედეგად მძღოლი მდინარეში ჩავარდა.
მასალის გამოყენების პირობები