ახალი ამბები
მარტვილის კანიონთან კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდება
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია კანიონის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის 8 400 ლარს დახარჯავს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურების შემსრულებელი კომპანია ვალდებულია მარტვილის კანიონის შესასვლელთან არსებული სივრცე მძიმე ტექნიკით მოასწოროს, ასევე, უნდა მომზადდეს ქვაფენილის საფუძველი ქვიშით და ღოღრით, შესასვლელი ბილიკი კი ქვაფენილის ფილებით უნდა მოეწყოს.

მარტვილის კანიონის მიმდებარედ დამონტაჟდება ახალი მცირე ზომის სამი ლამპიონი, ამ მომსახურებასაც იგივე მიმწოდებელი შეასრულებს.

წინადადებების მიღება 2 ივნისს დასრულდა. ერთადერთი შეთავაზება ინდივიდუალურმა მეწარმე ილია ჭედიშვილმა გააკეთა. მომსახურებისთვის მერიას 8 560 ლარიანი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა პრეტენდენტმა 160 ლარით ნაკლები მოითხოვა. დოკუმენტაციის მიხედვით სამუშაოები ერთი თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს.









Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დღის სიახლეები
26 / ნოემბერი 2024
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
26 / ნოემბერი 2024
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
26 / ნოემბერი 2024
საოჯახო მარანი "ოდას" დამფუძნებელი ქეთო ნინიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ომბუდსმენმა გასტრონომიული ფესტივალიდან მისი მოხსნის ფაქტზე დისკრიმინაცია ვერ დაადგინა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.