გაგრაში მოსული ძლიერი წვიმების გამო მატარებლების მოძრაობა შეჩერდა. ტელეგრამ - არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, წვიმამ რკინიგზის ლიანდაგები და საყრდენები დააზიანა. ამავე ცნობით, მოსკოვი - სოხუმის მატარებელი დაბა
განთიადთან გაჩერდა; ელექტრომატარებელი "ლასტოჩკა" მარშრუტზე არ გასულა. ასევე, გაუქმებულია სანკტ-პეტერბურგი-სოხუმის და ტუაფსე-გაგრის მატარებლების მოძრაობა.
სააგენტო "აფსნიპრესის" თანახმად, მგზავრებს, რომლებიც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან რუსეთში უნდა გამგაზვრებულიყვნენ, სოხუმიდან, ათონიდან, გუდაუთიდან და გაგრიდან ცანდრიფშის სადგურამდე მიიყვანენ.
გამოცემის ცნობით, გაგრაში ძლიერმა წვიმამ რესპუბლიკური მაგისტრალის მონაკვეთი, რამდენიმე სახლი და სასტუმრო დააზიანა. საავტომობილო გზის ნაწილი ნაწილობრივ გადაკეტილია.
სოჭიდან გაგრაში ელექტრომეტარებელმა "ლასტოჩკამ" პირველი რეისი 8 ივნისს შეასრულა.
მასალის გამოყენების პირობები