ზუგდიდელი მხატვრის გიგი სიჭინავას ნამუშევრები პრეზიდენტის სასახლეში გამოიფინა
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოზარდის, ზუგდიდელი მხატვრის გიგი სიჭინავას ნამუშევრები პრეზიდენტის სასახლეში გამოიფინა.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს მხატვარმა საკუთარი შემოქმედება ორბელიანების სასახლის სტუმრებს გააცნო.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა პრეზიდენტის სასახლეში საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით შშმ პირთა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის სიმონ პეტრიდისის ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაციის “მშობლების თანადგომა“ ორგანიზებით გაიმართა.
14 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.
მასალის გამოყენების პირობები