სანკტ - პეტერბურგში "აფხაზეთის საპატიო საკუნსულო" გაიხსნება - სოხუმი
სანკტ - პეტერბურგში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "საპატიო საკონსულოს" ოფისი ამოქმედდება. 14 ივნისს რუსეთში ვიზიტით მყოფი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა გაეცნო მის მუშაობას. ამის
შესახებ "საგარეო საქმეთა სამინისტროს" მედია - ცენტრი იუწყება.
ამავე ცნობით, "საპატიო საკონსულო", რომელიც სანკტ-პეტერბურგში "ლიდერ თაუერის" მე-40 სართულზეა განთავსებული, უახლოეს მომავალში სრული დატვირთვით ამუშავდება.
სოხუმში აცხადებენ, რომ ოფისის გახსნა ხელს შეუწყობს "აფხაზეთის წარმომადგენლების მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებში". აქვე დაზუსტებულია, რომ "წარმომადგენლობითი ოფისის გახსნა ხორციელდება გარე-საბიუჯეტო სახსრებით და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კონტაქტით"
მასალის გამოყენების პირობები