ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა გუდაუთაში. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, დაიტბორა კერძო სახლების სარდაფები და კორპუსების პირველი სართული.
ამავე ცნობით, საქალაქო სამსახურების და "საგანგებოს" თანამშრომლები დილიდან მუშაობენ წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად, ასევე ქალაქის სხვა რაიონებში წყლის შესაძლო მატებასთან დაკავშირებით ვითარებას აკონტროლებენ.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაგრაში მოსული ძლიერი წვიმის გამო მატარებლების მოძრაობა შეჩერდა, ღვარცოფმა რკინიგზის ლიანდაგები და საყრდენები, ასევე "რესპუბლიკური მაგისტრალის" მონაკვეთი, რამდენიმე სახლი და სასტუმრო დააზიანა".
მასალის გამოყენების პირობები