გაგრაში მაშველები რუსეთის მოქალაქეს ეძებენ, რომელიც ხიდიდან ფსოუში გადახტა
აფხაზი სამართალდამცავები და გაგრის სამაშველო - სამძებრო რაზმის თანამშრომლები, ასევე რუსი მესაზღვრეები, რუსეთის მოქალაქეს, სერგეი პროიდინს ეძებენ, რომელიც 15 ივნისს, დილით, ხიდიდან მდინარე ფსოუში გადახტა.
მომხდარის თვთმხილველები იყვნენ ადგილობრივი მილიციის თანამშრომლები, სწორედ მათ შეატყობინეს მაშველებს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, მდინარე ფსოუს ორივე ნაპირზე გაუჩინარებული მამაკაცის ძიებამ შედეგი ვერ გამოიღო. ამავე ცნობით, სამძებრო - სამაშველო სამუშაოები დღეს, 16 ივნისს გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები